Accessibility links

logo-print

ირანმა გააწბილა „ექვსეული“


მსოფლიოს ექვის უდიდესი სახელმწიფო, რომელთაგან ხუთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრია და გერმანია - „გაწბილებული“ დარჩნენ სტამბულში მიმდინარე მოლაპარაკებებით, რომელზეც თეირანის ბირთვული პროგრამა განიხილებოდა. ამის თაობაზე საერთაშორისო დელეგაციის თავმჯდომარემ, ევროკავშირის საგარეო ურთოერთობათა უმაღლესმა კომისარმა კეთრინ ეშტონმა განაცხადა. ეშტონის თქმით, ირანი უარზე დადოს რაიმე სახის შეთანხმება წინასწარი პირობების გარეშე, რაც ევროკავშირის მაღალი წარმომადგენლის თქმით, - დაუშვებელია. ახალი მოლაპარაკებების დაწყება არ იგეგმებ, თუმცა ირანისათვსი კარები ღია რჩება, - განაცხადა კეთრიონ ეშტონმა. ირანის წარმომადგენლები ამტიცებენ, რომ სტამბულის დღის წესრიგი არ იყო მოფიქრებული და გასაგები. „ექვსეული“ ცდილობს, თეირანთან მიაღწიოს შეთანხმებას, რათა საზღვაგარეთ დამზადდეს ირანის ბირთვული პროგრამისათვის საჭირო საწვავი.
XS
SM
MD
LG