Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი მაღაროში მომხდარ აფეთქებას მკაცრად გამოეხმაურა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტყიბულის მაღაროში 22 იანვარს მომხდარ აფეთქებას სომხეთიდან გამოეხმაურა, სადაც საქართველოს ლიდერი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილმა ღიად მიანიშნა, რომ აფეთქების გამო პასუხს მაღაროს ხელმძღვანელობასა და ბიზნესის მფლობელებს აკისრებს.
„როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ყველანაირი დასტური არის იმისა, რომ წინა აფეთქება, რომელსაც ემსხვერპლა რამდენიმე მაღაროელი, იყო შედეგი არა მათი დაუდევრობის, არამედ უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედება მაღაროს ხელმძღვანელებისა, რომელმაც გამორთო ვენტილიაციის სისტემა და დაზოგა ელექტროენერგია ფული საკუთარი თანამშრომლების სიცოცხლის ხარჯზე.“ მიხეილ სააკაშვილის თქმით დანაშაულის თანამონაწილეების არიან ასევე ზედამხედველობის სამსახურებიც, რომლებსაც ევალებოდათ შესაბამისი დასკვნის დაწერა. თუმცა, „ხელი ხელს ბანს პრინციპით, დაწერეს ზუსტად ის დასკვნა, რაც უნდოდა მაღაროს ხელმძღვანელობასა და ამ ბიზნესის მფლობელებს,“ აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ნანობს, რომ სისხლის სამართლის საქმე არ მივიდა ლოგიკურ ბოლომდე და არ დაისაჯენ დამნაშავენი. „კონკრეტული ადამიანები რომ გაეგზავნათ სამარათლოში და, თუ საამართლო დაადგენდა მათ ბრალეულობას, შემდეგ საპატიმროში, - შეიძლებოდა ეს გუშინდელი აფეთქება არ მომხდარიყო. ადამიანები, ვინც ამას აკეთებენ, ისინი მონაწილეობენ პირდაპირ მკვლელობაში და ისინი ვინც მათ იფარავს, ისინი არიან მკვლელობის თანამონაწილენი. და ნამდვილად არ ვაპირებ მათ ეს შერჩეთ.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG