Accessibility links

ჰამიდ კარზაი პარლამენტის სესიას გახსნის


ავღანელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ მიიღეს თანხმობა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისაგან, რათა თებერვლის ბოლომდე გახნას ახალი მოწვევის პარალმენტის სესია. ზოგიერთ დეპუტატზე დაყრდნობით, ავღანური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ შესაძლოა პარლამენტის სხდომა ოთხშაბათს გაიმართოს. მანამდე იყო ცნობები, რომ პარლამენტის სხდომა არ დაიწყებოდა მანამ, სანამ საგანგებო ტრიბუნალი არ დაასრულებდა არჩვენების დროს გამოვლენილი დარღვევების შესწავლას. თუმცა, დეპუტატები იმუქრებოდნენ, რომ მუშაობას დაიწყებდნენ პრეზიდენტის განკარგულების გარეშეც.
XS
SM
MD
LG