Accessibility links

logo-print

საქართველოში ორი სატრანსპორტო ავარია მოხდა


გავრცელებული ინფორმაციით ბათუმში თევზსაჭერი გემი ჩაიძირა. სეინერმა კატასტროფა ნაპირიდან ერთი მილის მოშორებით განიცადა. დღესვე ბორჯომიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო ელმავალი რელსებიდან გადავიდა. შემთხვევა სოფელ ტაშისკართან დილით მოხდა, როს გამოც აღნიშნულ სარკინიგზო მონაკვეთზე მიმოსვლა შეფერხდა. არც ერთ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. გემის ჩაძირვის დროს გემზე ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. ისინი სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა გადაარჩინეს. ერთ-ერთ მათგანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეკიპაჟის სხვა წევრების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის მიზეზად სეინერზე ბაგირის გაწყვეტა დასახელდა, რის გამოც ხომალდმა წონასწორობა დაკარგა.
XS
SM
MD
LG