Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები კიდევ ერთი ობიექტიდან გაასახლეს


სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დღეს ლტოლვილები თბილისი კიდევ ერთი ობიექტიდან გაასახლეს. ვაზისუბნის რაიონის ბაგა-ბაღის შენობაში დევნილები 2008 წლიდან ცხოვრობენ. ისინი ძირითადად კოდორის ხეობიდან და ახალგორიდან, აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული ოჯახები არიან. ობიექტზე სულ 60-მდე ადამიანი ცხოვრობდა. დევნილების განცხადებით, მათ ალტერნატიულ ფართს ბაკურციხესა და წინწყაროში სთავაზობენ. მათი ინფორმაციით, კომპენსაცია არ მიუღიათ და სახელმწიფო ალტერნატიულ ფართს მხოლოდ ბაკურციხესა და წინწყაროში სთავაზობს. გამოსახლების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
XS
SM
MD
LG