Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი ირანის წინააღმდეგ მეტ სანქციებზე მიანიშნებს


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიანიშნა, რომ საფრანგეთმა და მისმა მოკავშირეებმა შესაძლოა იფიქრონ მეტ სანქციებზე ირანის წინააღმდეგ. აღნიშნული განცხადება მიშელ ალიო-მარიმ გააკეთა მას შემეგ, რაც სტამბულში უშედეგოდ დასრულდა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებები თეირანსა და „ექვსეულის“ ქვეყნების წარმომადგენლებს შორის. იორდანიაში ვიზტის დროს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ წარუმატებლობა მოლაპარაკებებზე დასავლეთის ქვეყნებს აიძულებს იფიქროს მკაცრ სანქციებზე. სტამბულში პარასკევს გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებებისას თეირანმა უარი თქვა, შეწყვიტოს ურანის გამდიდრების სამუშაოები. გაეროს უშიშროების საბჭომ უკვე შეიმუშავა სანქციების ჩამონათვალი, რაც ირანის მიმართ ამოქმედდება ბირთვული საწვავის გამდიდრების სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG