Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაკობ ლაკობა პატიმრობიდან გაათავისუფლეს


თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა აფხაზეთის „სახალხო პარტიის“ ლიდერი იაკუბ ლაკობა, რომელიც სამართალდამცველებმა 21 იანვარს დააპატიმერს ცილისწამების ბრალდებით. გენერალურმა პროკურატურამ საქმე აღიძრა იმ პუბლიკაციის გამო, რომელშიც ლაკობამ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის საანგარიშო პალატის თავმჯდომარის სერგეი სტეპაშინის ვიზიტი სოხუმში. ხოლო თავად სტეპაშინს „პოლიტიკური ინტრიგანი და შანტაჟისტი“ უწოდა. თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ვიზიტის დროს სერგეი სტეპაშინის ზოგიერთმა განცხადებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. სტეპაშინის დასკვნით, რუსეთის მიერ გამოყოფილი თანხიდან 347 მილიონი რუსული რუბლი, აფხაზეთში დოკუმენტებთან მუშაობის გამოუცდელობის გამო დაიკარგა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ფულის გაფლანგვაში დამნაშავეა კორუფციული სქემა, რომელშიც თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და რუსეთის საანგარიშო პალატის ხელმძღვანელობაა ჩართული.
XS
SM
MD
LG