Accessibility links

logo-print

მექსიკაში 10 ნარკომოვაჭრე გაანადგურეს


მექსიკის ჩრდილოეთში სამხედროებთან მომხდარი შეტაკებისას ნარკოკარტელის სავარაუდო 10 წევრი მოკლეს. იტყობინებიან, რომ მათ ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ელ მოკეტიტოში მდებარე საარმიო პატრულის პოსტს, რომელიც შეერთებული შტატების საზღავთან ახლოს მდებარეობს. საპასუხო ცეცხლის შედეგად თავდამსხმელები გაანადგურეს. მექსიკელი სამხედროები არ დაშავებულან. მოკლულებს დიდი რაოდენობით იარაღი აღმოაჩნდათ. ძალადობის დონე ბოლო ხანს მატულობს მექსიკის ჩრდილოეთში, სადაც ერთმანეთს უპირიპირდებიან სხვადასხვა ბანდები, რომლებიც ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობითა და შეერთებულ შტატებში მათი კონტრაბანდით არიან დაკავებულნი.
XS
SM
MD
LG