Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აფეთქებების სერია მსხვერპლით დასრულდა


ბაღდადსა და მის შემოგარენში მომხდარი ზედიზედ რამდენიმე აფეთქების შედეგად სულ მცირე 8 კაცი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა. ერაყის დედაქალაქში პოლიციის პატრულის მახლობლად ორი დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შეგად პოლიციელი და გამვლელი დაიღუპა. ორი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა დანაღმული აფეთქების შედეგად ბაღდადის გარეუბანში. მექანიზმიანი ბომბი კი მლოცველებით სავსე ავტობუსის სვლაგეზზე აფეთქდა, რასაც კიდევ რამდენიმე ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. სისხლიანი იერიში განხორციელდა ასევე ბაღდადში განლაგებულ სამთავრობო შენობაზე. ხელისუფლების ინფორმაციით აფეთქბების მიზანია, აჩვენოს რომ ხელისუფლება უუნაროა, უზრუნვეჰყოს ქვეყანაში უსაფრტხოება არაბული ლიგის სახელმწიფოების სამიტზე, რომელიც მარტში იგეგმება.
XS
SM
MD
LG