Accessibility links

logo-print

დღეს დევნილებს კიდევ რამდენიმე ობიექტიდან ასახლებენ


თბილისში გრძელდება დევნილთა კომპაქტურად დასახლების რამდენიმე ადგილიდან გამოსახლება. დღეს დევნილებს ძმები ზუბალაშვილების ნომერ 42-ში მდებარე მუსიკალური ათწლედის ყოფილი შენობიდან ასახლებენ. მიმდებარე ქუჩები პოლიციას აქვს გადაკეტილი და, ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, ჟურნალისტებს ტერიტორიასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. დევნილების გამოსახლება მიმდინარეობს ასევე ჩხეიძის ქუჩასა და ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში მდებარე ობიექტებიდან.
XS
SM
MD
LG