Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელები „ტყუილებს“ უწოდებენ გაჟონილ ინფორმაციას


პალესტინელები „ტყუილებს“ უწოდებენ გაჟონილ საიდუმლო ინფორმაციას, რომლის შესაბამისადაც, პალესტინელების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ისრაელთან მოლაპარაკებისას, მას შესთავაზეს კონტროლის შენარჩუნება ოკუპირებული აღმოსავლეთ იერუსალიმის ნაწილზე, პალესტინელებთან სამშვიდობო გარიგების ფარგლებში. საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც არაბულენოვანმა ტელეკომპანია „ალ ჯაზირამ“ და ბრიტანეთის გაზეთმა „გარდიანმა“ გაავრცელეს, მიანიშნებს, რომ პალესტინელების წარმომადგენლები გაცილებით მეტ დათმობას სთავაზობენ ისრაელს, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, ვიდრე ამის შესახებ აქამდე ამბობდნენ ოფიციალური პირები. სამშვიდობო მოლაპარაკებებზე პალესტინელების დელეგაციის ხელმძღვანელმა, საებ ერეკატმა დოკუმენტებს „ტყუილები“ უწოდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ის ვერ დაადასტურებს დოკუმენტების ავთენტურობას.
XS
SM
MD
LG