Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ორი აქტივისტი ჩამოახრჩვეს


ირანის ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს ორი აქტივისტი ჩამოახრჩვეს. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ თეირანის პროკურატურის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯაფარ კაზემი და მოჰამად ალი ჰაჯაღაეი დღეს ჩამოახრჩვეს ირანელი ემიგრანტების ოპოზიციურ ჯგუფ „ირანის სახალხო მუჯაჰედებთან“ კავშირის და 2009 წელს „არეულობაში“ მონაწილეობის გამო. საქმე ეხება 2009 წლის დემონსტრაციებს, რომელთა მონაწილეებიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოცხადების წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამდნენ.
XS
SM
MD
LG