Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მისტრალის” საკითხს საქართველოში გამოეხმაურნენ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ სხვა, არაერთი ქვეყნის მსგავსად, კვლავაც სკეპტიკურადაა განწყობილი საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის ”მისტრალის” კლასის უნივერსალური ვერტმფრენმზიდების მიყიდვის მიმართ. თბილისში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ იმედი გამოთქვა, რომ გარიგების მონაწილე ქვეყნები შესაბამისად გაითვალისწინებენ საფრთხეებს, რომელზეც არაერთი სახელმწიფო საუბრობს. ელისეს სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთისთვის ”მისტრალის” კლასის ვერტმფრენმზიდების მშენებლობის შეთანხმებას მოსკოვი და პარიზი ხვალ მოაწერენ ხელს ქალაქ სენ ნაზერში. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და რუსეთის ვიცე-პრემიერი იგორ სეჩინი. ”მისტრალის” კლასის ორ ვერტმფრენმზიდს რუსეთისთვის სენ ნაზერში მდებარე ქარხანაში ააშენებენ, კიდევ ორი კი, ლიცენზიით თავად რუსეთში აშენდება.
XS
SM
MD
LG