Accessibility links

logo-print

მაღაროში მომხდარი აფეთქების შესახებ დასკვნა შესაძლოა კვირის ბოლოს გამოქვეყნდეს


ტყიბულის მაღაროში 22 იანვარს მომხდარი აფეთქების მიზეზთა შესახებ დასკვნა, სავარუდოდ, კვირის ბოლოს გამოქვეყნდება. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა გორდეზიანმა სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ კომისიის მუშაობის დასრულებამდე აფეთქების მიზეზებზე საუბარი შეუძლებელია. გამოძიების შედეგად ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემაში დარწმუნებულია პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ აფეთქების გამო მკაცრი პოზიცია პრეზიდენტმა უკვე გამოხატა.
XS
SM
MD
LG