Accessibility links

logo-print

თურქეთი ისრაელს აკისრებს პასუხისმგებლობას


თურქეთმა გამოაქვეყნა ღაზისკენ მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე ისრაელის თავდასხმის ამსახველი ანგარიშის შეჯამება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელის ჯარისკაცებმა გადამეტებულ, შეუსაბამოდ დიდ ძალას მიმართეს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ და დაარღვიეს ღია ზღვაში ნავიგაციის თავისუფლება. საქმე ეხება 2010 წლის 31 მაისის ინციდენტს, როცა ისრაელის სამხედროებმა შეაჩერეს ღაზისაკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილია და მოკლეს პალესტინელების უფლებების დამცველი ცხრა თურქი აქტივისტი. თურქეთში მომზადებული ანგარიშის შეჯამების გამოქვეყნება ერთ დღეში მოჰყვა ინციდენტის შესახებ ისრაელის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის გავრცელებას. ისრაელის დასკვნაში ნათქვამია, რომ სამხედრო-საზღვაო ძალების ჯარისკაცები ისრაელის კანონებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოქმედებდნენ. თურქეთმა სექტემბერში გადასცა გაეროს სრული ანგარიში ინციდენტის შესახებ.
XS
SM
MD
LG