Accessibility links

მოსკოვის აეროპორტში, სულ ცოტა, 35 ადამიანი დაიღუპა


რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სულ ცოტა, 35 ადამიანი დაიღუპა მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, აფეთქება მოხდა საერთაშორისო რეისების მიმღებ ტერმინალში. როგორც იუწყებიან, აფეთქება ბარგის გაცემის განყოფილებაში მოაწყო, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტასი ავრცელებს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსაგან მიღებულ „წინასწარ მონაცემებს“, რომ დაიღუპა 31 ადამიანი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, დაწყებულია გამოძიება „ტერორიზმის სავარაუდო აქტთან“ დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG