Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი გმობს მოსკოვის აეროპორტში მომხდარ აფეთქებას


დასავლეთის ლიდერები გმობენ, სავარაუდოდ, თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას, რომელმაც 30-ზე მეტი ადამიანი შეიწირა მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში. ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთისადმი ალიანსის „სოლიდარობა“ გამოხატა და გამოვიდა მოწოდებით, გააქტიურდეს მოსკოვისა და ნატოს თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა იერჟი ბუზეკმა რუსეთის ხალხისადმი თანაგრძნობა გამოხატა და განაცხადა, რომ არ შეიძლება ტერორიზმისა და ძალადობის გამართლება. საფრანგეთმა და გერმანიამ „ბარბაროსული“ აქტი უწოდეს დომოდედოვოში მოწყობილ თავდასხმას. თეთრსი სახლის წარმომადგენელმა, ფილიპ კროულიმ განაცხადა რომ აშშ გმობს მომხდარს, მისი თქმით, აშშ რუსეთის ხალხის გვერდით დგას ამ წუხილის ჟამს და თანაგრძნობას უცხადებს მსხვერპლის ოჯახებს. მისივე თქმით, აშშ აგრძელებს რუსეთთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ტერორიზმთან ბრძოლას. კროულიმ დასძინა, რომ მისმა ქვეყანამ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთს შესთავაზა დახმარება დამნაშავეთა მიკვლევის საქმეში.
XS
SM
MD
LG