Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტი პარლამენტის სხდომას 26 იანვარს გახსნის


ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ ის ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომას გახსნის 26 იანვარს. კარზაის თქმით, გადაწყვეტილება მიიღეს იმ მიზნით, რომ არ დაწყებულიყო დაპირისპირება არჩეულ დეპუტატებს შორის. მისივე თქმით, ტრიბუნალი, რომელიც არჩევნებზე დარღვევებს იკვლევს, მუშაობას გააგრძელებს. კარზაიმ გასულ კვირაში თქვა, რომ გადადებს სესიის გახსნას, რასაც ზოგიერთი კანონმდებლის უკმაყოფილება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG