Accessibility links

მსოფლიო ლიდერები რუსეთს თანაგრძნობას უცხადებენ


მსოფლიო ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები მოსკოვის ”დომოდედოვოს” აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტს მკაცრად გმობენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაგმო ”ტერორიზმის აღმაშფოთებელი აქტი” და რუსეთს დახმარება შესთავაზა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ ის ”შეძრა” უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილმა ამ ”სამწუხარო და გაუმართლებელმა აქტმა”. მექსიკაში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მწუხარებისა და გლოვის წუთებში აშშ რუსი ხალხის გვერდით დგას. ევროკავშირმაც გამოხატა თანაგრძნობა რუსი ხალხის მიმართ და მას ნებისმიერი სახის ტექნიკური დახმარება შესთავაზა. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა ქვეყნის ძალისხმევის კოორდინაციის აუცილებლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჯერჯერობით 24 იანვრის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ანალიტიკოსების თქმით, ჩრდილოკავკასიელი მეამბოხეები 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების პარალელურად ძალადობის გააქტიურებას გეგმავენ.
XS
SM
MD
LG