Accessibility links

logo-print

მოსკოვის ტერაქტს საქართველოს საგარეო უწყებაც ეხმაურება


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქ.მოსკოვში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: ”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 2011 წლის 24 იანვარს, ქ. მოსკოვში, "დომოდედოვოს" აეროპორტში განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად ათეულობით ადამიანის დაღუპვისა და ასზე მეტი მოქალაქის დაშავების გამო. საქართველო ყოველთვის მტკიცედ გმობდა და გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს”.
XS
SM
MD
LG