Accessibility links

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სეზონური ვირუსების მკურნალობა ავადმყოფებისათვის საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსდება. უფასო ანტივირუსული მედიკამენტები სამედიცინო ქსელში უკვე განაწილებულია. ამ დროისათვის ლაბორატორიულად H1N1-ით დაავადების 90 შემთხვევაა დადასტურებული. უფრო დაწვრილებით სეზონური გრიპის გავრცელებისა და პრევენციის თაობაზე ”რეგიონულ მაცნეში” ჩვენი კორესპონდენტები ისაუბრებენ ზუგდიდიდან, ქუთაისიდან, გორიდან და ლაგოდეხიდან.
XS
SM
MD
LG