Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ორგანოებით ვაჭრობის შესახებ ანგარიშს განიხილავს


ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეა განიხილავს ანგარიშს, რომელიც კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩის ბრალს სდებს ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში. ანგარიში ევროპის საბჭოს დაკვეთით შვეიცარიელმა სენატორმა, დიკ მარტიმ მოამზადა. ანგარიშის თანახმად, გვიანდელ 1990-იან წლებში - კოსოვოს მხრიდან სერბიის წინააღმდეგ პარტიზანული ომის დროს და მის შემდეგ - ტაჩი სათავეში ედგა დანაშაულებრივ დაჯგუფებას. ანგარიშში წერია, რომ ეს ჯგუფი თავის ოპონენტებს ხოცავდა და მათი ორგანოების ტრეფიკინგს ახდენდა, ნარკოტიკების ტრეფიკინგთან ერთად. კოსოვოს მთავრობამ ანგარიში უარყო - მას უსაფუძვლო და „ცილისმწამებლური“ უწოდა.
XS
SM
MD
LG