Accessibility links

ლიბანში ჰესბოლას წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა


ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ლიბანში დღეს გამართულ საპროტესტო აქციებში იმ ფონზე, როცა ქვეყნის მომავალ მთავრობას, როგორც სჩანს, შიიტური რადიკალური დაჯგუფება ჰესბოლა დააკომპლექტებს. ყველაზე მასობრივი აქცია ჩრდილოეთის ქალაქ ტრიპოლიში შედგა, სადაც აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს ტელეკომპანია ალ-ჯაზირას მიკროავტობუსს. აქციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც. გავრცელებული მოლოდინით, ლიბანის პრეზიდენტი მთავრობის ფორმირებას დღეს დაავალებს ჰესბოლას კანდიდატს, ნაჯიბ მიკატის. მიმდინარე თვეში ჰესბოლამ დასავლეთის მხარდაჭერის მქონე, პრემიერ-მინისტრ საად ჰარირის მთავრობის დაშლა გამოიწვია - როცა პრემიერ-მინისტრის მამის, რაფიკ ჰარირის მკვლელობის საქმის გაეროს ეგიდით მიმდინარე გამოძიებას გამოეთიშა.
XS
SM
MD
LG