Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: დომოდედოვოს აეროპორტში ანარქია სუფევდა


დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორები უნდა გამოაშკარავდნენ და სასამართლოს წინაშე წარსდგნენ, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი, განადგურდნენ - ამის შესახებ დღეს განაცხადა პრეზიდენტმა მედვედევმა. მან შესაბამის სამსახურებს მგზავრებისა და სატრანსპორტო ბარგის ტოტალური შემოწმების სისტემის შექმნა დაავალა. რუსეთის პრეზიდენტის შეფასებით, დომოდედოვოს აეროპორტში, სადაც ტერაქტი მოხდა, ანარქია სუფევდა. მანამდე მედვედევმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, პასუხისმგებლობა აეროპორტის მენეჯმენტს დააკისრა. თავის მხრივ, დომოდედოვოს პრესმდივანმა ელენა გალანოვამ დღეს განაცხადა, რომ აეროპორტის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელი არ არის, რადგან საავიაციო უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა დაცული იყო.
XS
SM
MD
LG