Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: უმუშევრობის გლობალური მაჩვენებელი 205 მილიონია


გაეროს შრომის სააგენტოს განცხადებით, გლობალური უმუშევრობის მაჩვენებელი შარშან 205 მილიონზე იყო გაჩერებული - და ამ მაჩვენებლის საგრძნობი გაუმჯობესება არც 2011 წელს არის მოსალოდნელი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით, წელს უმუშევართა რიცხვი მხოლოდ ერთ პროცენტზე ნაკლებით შემცირდება და 203.3 მილიონს გაუტოლდება. ჟენევაში განთავსებული სააგენტოს ცნობით, 2007 წელს, ფინანსური კრიზისის დაწყების შემდეგ, მსოფლიოს კიდევ 27.6 მილიონი უმუშევარი ადამიანი შეემატა.
XS
SM
MD
LG