Accessibility links

საფრანგეთი რუსეთისთვის ოთხი "მისტრალის" მიყიდვის ხელშეკრულებას აფორმებს


საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთმა ხელი მოაწერა რუსეთისთვის ოთხი „მისტრალის“ ტიპის საბრძოლო ხომალდის მიყიდვას. ამ ოთხიდან ორი ხომალდი რუსეთში აშენდება. ამ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას საფრანგეთი რუსეთთან 2009 წლის შემდეგ აწარმოებს. „მისტრალი“ ძლიერ ხომალდად ითვლება. მას შეუძლია გადაიტანოს 16 ვერტმფრენი, 13 ტანკი, კიდევ დაახლოებით 100 მანქანა და 450 სამხედრო. „მისტრალის“ ფასი დაახლოებით 500 მილიონ ევროს უტოლდება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნატოს წევრი ქვეყანა რუსეთს ამგვარ ტექნიკას მიჰყიდის. ნატოში საფრანგეთის რამდენიმე მოკავშირემ წარსულში შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ასეთი თანამედროვე დასავლური იარაღით მომარაგების თაობაზე.
XS
SM
MD
LG