Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰესბოლას კანდიდატი ლიბანის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა


ლიბანის პრემიერ მინისტრად დაინიშნა კანდიდატი, რომელსაც შიიტური რადიკალური მოძრაობა ჰესბოლა უჭერს მხარს. პრეზიდენტმა მიშელ სლეიმანმა ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა ნაჯიბ მიკატის - სუნიტ მილიარდერს, რომელიც შემდეგ პოლიტიკაში წავიდა. პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში მიკატიმ თქვა, რომ ახალი მთავრობის შექმნის შესახებ მოლაპარაკებას ხუთშაბათს დაიწყებს - და ლიბანში მოქმედ ყველა ფრაქციას მოუწოდა, დაძლიონ არსებული აზრთა სხვადასხვაობა. მოქმედ პრემიერ-მინისტრ საად ჰარირის ნათქვამი აქვს, რომ არ შეუერთდება ჰესბოლას მიერ კონტროლირებულ მთავრობას. ჰარირის მთავრობის დაშლა ჰესბოლამ მიმდინარე თვეში მოახდინა, მისგან გამოთიშვის გზით. მიკატის დანიშვნამ ჰარირის მომხრეების მხრიდან პროტესტი გამოიწვია - აქციები ჩრდილოეთის ქალაქ ტრიპოლიში და სხვა ქალაქებში გაიმართა. აშშ-მა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა ლიბანში ირანის მხარდაჭერით მოქმედი ჰესბოლას მიერ დომინირებული მთავრობის ფორმირების შესახებ.
XS
SM
MD
LG