Accessibility links

არიზონის ტრაგედიაში ეჭვმიტანილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს


პირმა, რომელიც ეჭვმიტანილია თვის დასაწყისში აშშ-ის შტატ არიზონაში ცეცხლის გახსნაში და რამდენიმე ადამიანის მკვლელობაში, დღეს განაცხადა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. 22 წლის ჯარედ ლი ლანერს ბრალი ედება ექვსი ადამიანის მკვლელობაში და თორმეტის დაჭრაში. დაჭრილებს შორის არის აშშ-ის კონგრესის წევრი ქალი. ტრაგედია 8 იანვარს, ტუსონში მოხდა. კონგრესის წევრი ქალი, გაბრიელ გიფორდსი - რომელსაც ამომრჩევლებთან შეხვედრისას თავში ესროლეს, მოკლე მანძილიდან - ტეხასის საავადმყოფოში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მდგომარეობიდან გამოსასვლელად მას თვეები დასჭირდება.
XS
SM
MD
LG