Accessibility links

logo-print

PACE-მ დაამტკიცა ორგანოებით ტრეფიკინგზე ანგარიში


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ - PACE-მ - დაამტკიცა ანგარიში, რომელიც კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩის ორგანიზებულ დანაშაულთან და ადამიანის ორგანოების ტრეფიკინგთან აკავშირებს - და სერიოზული გამოძიების“ ჩატარების მოწოდებით გამოვიდა. ანგარიში ევროსაბჭოს დაკვეთით შვეიცარიელმა სენატორმა, დიკ მარტიმ მოამზადა. ანგარიშის თანახმად, გვიანდელ 1990-იან წლებში - კოსოვოს მხრიდან სერბიის წინააღმდეგ პარტიზანული ომის დროს და მის შემდეგ - ტაჩი სათავეში ედგა დანაშაულებრივ დაჯგუფებას. ანგარიშში წერია, რომ ეს ჯგუფი თავის ოპონენტებს ხოცავდა და მათი ორგანოების ტრეფიკინგს ახდენდა, ნარკოტიკების ტრეფიკინგთან ერთად. ასამბლეას მარტიმ შემდეგი განცხადებით მიმართა - „ეს ანგარიში არ არის კოსოვოელი ხალხის, ან ალბანელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული. ის არც სერბიის დაცვის შესახებ თხოვნას წარმოადგენს“. კოსოვოს მთავრობა ანგარიშს უარყოფს - მას უსაფუძვლოს და „ცილისმწამებლურს“ უწოდებს. დღესვე, ბრიტანეთში გამომავალ გაზეთ „გარდიანში“ მოყვანილია ნატოს სამხედრო დოკუმენტები, რომლებიც გაჟონვის შედეგად გახდა ხელმისაწვდომი. დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ დასავლეთის ქვეყნებს, რომლებიც კოსოვოს მთავრობას მხარს უჭერენ, ტაჩი ორგანიზებულ დანაშაულში ამ რეგიონის ყველაზე მსხვილ ფიგურად მიაჩნდათ.
XS
SM
MD
LG