Accessibility links

logo-print

მედვედევის თქმით, ტერორიზმი რუსეთისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა დღეს განაცხადა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც რუსეთს ემუქრება, ტერორიზმია. გუშინ მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში სავარაუდოდ თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა დაახლოებით 150. მედვედევის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, „რათა ამ დანაშაულის ჩამდენი ბანდიტები ამოიცნონ, გამოააშკარავონ და სასამართლოს წარუდგინონ.“ მედვედევმა დასძინა, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურა და საგამოძიებო კომიტეტი დააყენებენ აეროპორტის უსაფრთხოების იმ მუშაკების პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებმაც ტერორიზმში ეჭვმიტანილს საშუალება მისცეს აეროპორტში უპრობლემოდ შესულიყო. რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის თქმით, თავდასხმის მომწყობების წინააღმდეგ „შურისძიება გარდაუვალია.“ თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, მედვედევს ტელეფონით ესაუბრა და ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრობლობა შესთავაზა, დომოდედოვოში მოწყობილი „ყოვლად აღმაშფოთებელი“ თავდასხმის შემდეგ. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია - თუმცა ეჭვს, სავარაუდოდ, ჩრდილოკავკასიელ ექსტრემისტებზე მიიტანენ.
XS
SM
MD
LG