Accessibility links

ეგვიპტეში გაიმართა დემონსტრაციები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით


ეგვიპტეში გაიმართა მრავალათასიანი დემონსტრაციები პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის 30-წლიანი მმართველობისათვის ბოლოს მოღების მოთხოვნით. კორესპონდენტები იუწყებიან ეგვიპტეში უპრეცედენტო საპროტესტო აქციებზე, რომელთა მონაწილეებიც, როგორც ჩანს, გაამხნევა პრეზიდენტის მმართველობის დამხობამ ტუნისში. დღეს პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიციელებს ბოთლებს და ქვებს ესროდნენ. კაიროში, ალექსანდრიასა და ეგვიპტის კიდევ რამდენიმე სხვა ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე, როგორც იუწყებიან, 20 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. ეგვიპტელებსაც აწუხებთ პრობლემები, რომლებმაც ტუნისელები გაიყვანა ქუჩაში: სურსათის გაძვირება, სიღარიბე, უმუშევრობა და ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც მკაცრ ზომებს მიმართავს ოპონენტების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG