Accessibility links

logo-print

პაკისტანში აფეთქებების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 13 წლის თვითმკვლელმა თავდამსხმელმა აფეთქება მოაწყო შიიტების რელიგიურ პროცესიასთან ქალაქ ლაჰორში, დახოცა, სულ ცოტა, 13 და დაჭრა 50-ზე მეტი ადამიანი. ლაჰორის პოლიციის უფროსის, ასლამ ტარინის განცხადებით, ბიჭმა აფეთქება მოაწყო იმ მომენტში, როცა პოლიციელებმა დააპირეს მისი გაჩხრეკა პროცესიასთან აღმართულ კორდონთან. დღეს აფეთქება მოხდა პაკისტანის უდიდეს ქალაქ კარაჩიშიც, ერთ-ერთ უბანში შიიტების პროცესიის ჩავლის შემდეგ. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მოაწყო თავდამსხმელმა, რომელიც მოტოციკლით დაეჯახა პოლიციის ავტომანქანას. როგორც იუწყებიან, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი პოლიციელი.
XS
SM
MD
LG