Accessibility links

logo-print

ობამა კონგრესის წინაშე გამოვიდა ყოველწლიური მიმართვით


აშშ-ის პრეზიდენტი ამერიკის კონგრესის წინაშე წარსდგა ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მიმართვით. გამოსვლაში მან აქცენტი ქვეყნის ერთიანობაზე გააკეთა და მოუწოდა კონგრესს, რომელშიც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ, ერთიანობისაკენ. გამოსვლისას პრეზიდენტმა ობამამ ილაპარაკა განათლებასა და მეცნიერებაში ინვესტიციების ზრდის აუცილებლობაზე და თქვა, რომ უმძიმესი რეცესიის შემდეგ ამერიკა პროგრესისასთვის მზადაა. აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ ვითარებას ”სპუტნიკის მომენტი” უწოდა. მან თქვა: ”ნახევარი საუკუნის წინ, როცა საბჭოელებმა გვაჯობეს კოსმოსში თანამგზავრ ”სპუტნიკის” გაშვებით, ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა როგორ უნდა გვეჯობნა მათთვის მთვარეზე. მეცნიერება ჯერ კიდევ არ იყო მზად ამისთვის. ნასა არც კი არსებობდა. თუმცა, კვლევასა და განათლებაში ინვესტირების გაზრდით ჩვენ არა მხოლოდ ვაჯობეთ საბჭოთა კავშირს, არამედ გზა მივეცით განახლების ტალღას, რომელმაც შექმნა ახალი ინდუსტრიები და მილიონობით ახალი სამუშაო ადგილი. ახლა ჩვენს თაობას უდგას ”სპუტნიკის მომენტი”.
XS
SM
MD
LG