Accessibility links

logo-print

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მორიგი სესია იხსნება


შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში დღეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მორიგი სესია იხსნება. მასში ასი ქვეყნის 2 ათას ხუთასზე მეტი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე იღებს მონაწილეობას. ფორუმს 35 ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან, მათ შორის რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები და გერმანიის კანცლერი. რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ფორუმის გახსნაზე მოხსენებით უნდა გამოსულიყო, თუმცა ”დომოდედოვოს” აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო მან დავოსში ჩასვლა გადადო.
XS
SM
MD
LG