Accessibility links

logo-print

მოსკოვის ტერაქტისას დაღუპულთა ყველა ცხედარი ამოცნობილია


დღეს დილისათვის მოსკოვის ”დომოდედოვოს” აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ყველა მსხვერპლი ამოცნობილია. ”ინტერფაქსის” ცნობით ექსპერტებს მხოლოდ სავარაუდო თვითმკვლელი ამფეთქებლის იდენტიფიცირება დარჩათ. ამ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროც ადასტურებს. დღეს მოსკოვის ოლქში გლოვის დღეა გამოცხადებული. 24 იანვარს ”დომოდედოვოს” აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედაგად დაიღუპა 35 ადამიანი. 117 ამ დრომდე საავადმყოფოშია - მათგან ათეულობით ადამიანი მძიმე და უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით.
XS
SM
MD
LG