Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღაროში აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულის მაღაროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. დაკავებულთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა ”ინტერპრესნიუსი” იუწყება, რომ არაოფიციალური ინფორმაციით ისინი არიან ცვლის უფროსი ედემ სტურუა და მისი მოადგილე გიორგი დევდარიანი. საქმე 240-ე მუხლით არის აღძრული, რაც სამთო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას ეხება. 22 იანვარს ტყიბულის მაღაროში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი მაღაროელი დაიღუპა, ოთხმა სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღო.
XS
SM
MD
LG