Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პოლიცია ოპოზიციას აფრთხილებს, აღარ გამართოს საპროტესტო გამოსვლები


ეგვიპტის პოლიციის განცხადებით, ის დღეს არ დაუშვებს საპროტესტო გამოსვლების ჩატარებას და დააპატიმრებს დემონსტრანტებს. ეს გაფრთხილება მოჰყვა ოპოზიციის აქტივისტების მოწოდებას, დღესაც გაგრძელდეს ანტისამთავრობო აქციები მას შემდეგ, რაც სამშაბათს ეგვიპტეში მრავალათასიანი დემონსტრაციები ჩატარდა, პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით. სამშაბათს პოლიციასთან შეტაკებებისას ორი დემონსტრანტი და ერთი პოლიციელი დაიღუპნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კიდევ ერთი დემონსტრანტი გარდაიცვალა, სამშაბათს მიღებული ჭრილობების შედეგად. პოლიციამ წუხელ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა კაიროში, ტაჰრირის მოედანზე დემონსტრანტების დასაშლელად. ეგვიპტელი დემონსტრანტები გამხნევებული არიან ტუნისის მაგალითით, სადაც საპროტესტო გამოსვლებმა პრეზიდენტი აიძულა, გადამდგარიყო.
XS
SM
MD
LG