Accessibility links

logo-print

ტელეკომუნიკაციის ეფექტი


მიხეილ სააკაშვილი პიკის პირდაპირ ეთერში

მიხეილ სააკაშვილი პიკის პირდაპირ ეთერში

ტელეკომპანია ”პირველი საინფორმაციო კავკასიურის” პროექტმა ”პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს” 25 იანვარს თითქმის სამი საათი გასტანა. ამ ხნის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა პასუხი გასცა არაერთ შეკითხვას, რომლებიც მას საქართველოს მოქალაქეებმა ელექტრონული ფოსტის, ტელეფონისა თუ პირდაპირი ჩართვების საშუალებით დაუსვეს როგორც საქართველოს რეგიონებიდან, ისე უცხოეთის რამდენიმე ქვეყნიდან.
ის რომ ტირის და ცუდად ხდება, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ლტოლვილები მიხედილები არიან. მე ვიცი მაგათი მდგომარეობა, უმძიმესი მდგომარეობა აქვთ...

სოციალური პრობლემები, საშინაო და საგარეო პოლიტიკა შეკითხვების მთავარი თემები იყო. მათგან განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა შეკითხვები ინფლაციის, უმუშევრობის, საპენსიო უზრუნველყოფის, დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების შესახებ. რამდენად ადეკვატური აღმოჩნდა პრეზიდენტის პასუხები?

”ძალიან უარყოფითი შთაბეჭდილება დამრჩა. ძალიან ზერელე, ზედაპირული დამოკიდებულება გამოხატა ისეთი საკითხებისადმი, რომელიც ჩვენ გვაწუხებს ყველას, თითოეულ ჩვენგანს. კერძოდ, იგივე ლტოლვილების საკითხი, რომელიც აბსოლუტურად გულთან არ მიიტანა. ის რომ ტირის და ცუდად ხდება, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ლტოლვილები მიხედილები არიან. მე ვიცი მაგათი მდგომარეობა, უმძიმესი მდგომარეობა აქვთ”, - გვითხრა მოქალაქე კახაბერ კახაძემ.

დევნილთა განსახლების საკითხებზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვიდრე საქართველოში ერთი ადამიანი მაინცაა დევნილი, ქვეყანა სრულფასოვნად ვერ ჩაითვლება. იქვე მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მას არც ერთ ჯგუფთან არ აქვს ისეთი სოლიდარობა, როგორიც დევნილებთან, რომელთათვისაც ქვეყნის მასშტაბით შენდება დასახლებები, სადაც ინტენსიურად შეიქმნება სამუშაო ადგილები. პრეზიდენტის ამ და რამდენიმე სხვა პასუხმა ასევე არ დააკმაყოფილა მოქალაქე ზურაბ დარჩიაშვილი, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში კი კონკრეტულად პრეზიდენტს, არც დამსახურებებს უკარგავს:

”მისაღები ბევრი რამე იყო. ბევრ რამეზე დადებითად ილაპარაკა და, კი, ბატონო, მჯერა, რომ რაღაცები კეთდება, ბევრი რამე კეთდება, მაგრამ ბევრი უსამართლობაც ხდება, მაგრამ ის ყველაფერს ვერ იგებს, ეგაა უბედურება”.
ჩემი აზრით, მთელი ეს გამოსვლა, ფორმაც, ცივილიზებული სამყაროსთვის არ არის მისაღები...

ვითარების არაადეკვატური ცოდნა, რაც, შესაძლოა, პრეზიდენტისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების დეფიციტით აიხსნებოდეს, ეკონომიკის ექსპერტის, გია ხუხაშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა ფარმაცევტულ სფეროზე საუბრისას გამოავლინა. ზოგადად კი, გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის განმარტებებში კეთილი სურვილები უფრო აისახა, ვიდრე ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობა. ექსპერტი ასევე ფიქრობს, რომ პრეზიდენტისთვის დასმული შეკითხვები საგანგებოდ იყო შერჩეული:

”ჩემი აზრით, მთელი ეს გამოსვლა, ფორმაც, ცივილიზებული სამყაროსთვის არ არის მისაღები და, პრინციპში, ნებისმიერი ობივატელისთვისაც გასაგები იყო, რომ ძალიან სერიოზული მთელი ამ პროცესის ფილტრაცია ხდებოდა”.

ამასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა ტელეხიდის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ უპასუხებდა ყველა კითხვას, რომელიც ხალხს აწუხებს. ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში კი ფიქრობენ, რომ ეს ასე არ მოხდა და უპასუხოდ დარჩა მრავალი შეკითხვა, მათ შორის, ის შეკითხვები, რომლებიც პარტიებს ეკუთვნოდათ. ეს პარტიები არიან ”თავისუფალი დემოკრატები” და ”ახალი მემარჯვენეები.” ახალი მემარჯვენე მამუკა კაციტაძე, მაგალითად, ამბობს, რომ მისი პარტიის 4 შეკითხვიდან 2 იგნორირებული იყო; დევნილებზე შეკითხვას პრეზიდენტმა სენტიმენტალურად უპასუხა, ხოლო ინფლაციასა და ფასების ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე განმარტებები შემაშფოთებელი აღმოჩნდა.

”ჩვენ გვეგონა, რომ სახელმწიფოს გააჩნდა გარკვეული ხედვა, პროგრამა ანტიინფლაციური და ფასების ზრდის შეფერხებასთან დაკავშირებით; სააკაშვილმა თქვა, რომ ამ ტიპის არანაირი ბერკეტი საქართველოს მთავრობას არ გააჩნია”, - ამბობს ახალი მემარჯვენე მამუკა კაციტაძე.
რაც მთა­ვა­რია, პრე­ზი­დენ­ტი­სა­გან მო­ვის­მი­ნე, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე რა იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს პა­სუ­ხი...

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ნუგზარ წიკლაური კი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო ოპოზიციას პრეზიდენტისთვის შეკითხვების დასმის საშუალება თებერვალშიც ექნება, როცა იგი ანგარიშით წარდგება საკანონმდებლო ორგანოს წინაშე. დეპუტატის აზრით, 25 იანვრის ტელეხიდი ჯერჯერობით ყველაზე მასშტაბური კომუნიკაცია იყო პრეზიდენტსა და ქვეყნის მოსახლეობას შორის. ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ეს კომუნიკაცია ეფექტიანი და ინფორმაციულად დატვირთულიც აღმოჩნდა:

„სა­უ­ბა­რი იყო რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე, ისე ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვა­ზე, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ე­ბის შე­ნე­ბა­ზე, სკო­ლებ­ზე, იმაზე, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის ცენ­ტ­რა­ლურ ფი­გუ­რად უნ­და იქ­ცეს... რაც მთა­ვა­რია, პრე­ზი­დენ­ტი­სა­გან მო­ვის­მი­ნე, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე რა იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს პა­სუ­ხი - ეს არის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა, მას­შ­ტა­ბუ­რი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შემ­დ­გო­მი გაგ­რ­ძე­ლე­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რაც თა­ვის­თა­ვად შემ­დეგ იწ­ვევს უკ­ვე და­საქ­მე­ბას, ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მ­ნას”.
XS
SM
MD
LG