გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის უფროსის, ზაზა ქაჩიბაიას, განცხადებით, 22 იანვარს ტყიბულში – მინდელის მაღაროში – მომხდარი აფეთქება უსაფრთხოების დადგენილი წესების დარღვევამ გამოიწვია:
„დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევით ჩაატარეს ასაფეთქებელი სამუშაოები, რის შედეგადაც, როგორც თქვენთვის ცნობილია, ერთი მაღაროელი გარდაიცვალა და კიდევ ოთხმა სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღო”.
მანვე აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესში გამოიკვეთა ორი დამნაშავე პირის ვინაობა. ესენი გახლავთ მინდელის მაღაროს მესამე უბნის უფროსის მოადგილე გიორგი დევდარიანი და სავენტილაციო უბნის უფროსის მოადგილე ედემ სტურუა. ნაციონალური მედიით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ედემ სტურუა საუბრობს იმის შესახებ, რომ მაღაროში ჩამოიშალა ქვანახშირის ნაწილი, რომელიც ვენტილაციის სისტემის მუშაობას უშლიდა ხელს. მაღაროელებმა მას დაურეკეს და მიიღეს სიტყვიერი ნებართვა, რომ აეფეთქებინათ ჩამოშლილი ქვანახშირი, რასაც უბედური შემთხვევა მოჰყვა.
„დამირეკა მესამე უბნის მესამე ცვლის სამთო-ოსტატმა მერაბ ობოლაძემ და მითხრა, რომ 3 ნომერი მკლავის ყელში გაჩხერილი იყო ქვანახშირის დიდი ლოდი, რომელიც ვერ დაშალა პნევმატური ჩაქუჩით და მთხოვა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების წარმოება, რაზეც სიტყვიერი თანხმობა მივეცი. ვიმედოვნებდი, რომ მკლავში არსებული ადგილობრივი ვენტილატორი მოახდენდა მკლავის განიავებას და იქიდან გაზის გამოდევნას და ამ შემთხვევას არ მოჰყვებოდა ასეთი ცუდი შედეგი”, – ჰყვება ედემ სტურუა ვიდეოჩანაწერში, რომელიც ნაციონალური მედიის საშუალებით გავრცელდა.
ჩანაწერის ეთერში გასვლის შემდეგ ტყიბულის მინდელის მაღაროს მეორე ცვლის მაღაროელებმა პროტესტის ნიშნად სამუშაოს დაწყებაზე უარი განაცხადეს. როგორც რადიო თავისუფლებას მაღაროელთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა, გიორგი ბაბუხადიამ, უთხრა, მაღაროელები გამოძიების დასრულებამდე ორი პირის დაკავებას აპროტესტებდნენ:
„ძირითადი მოთხოვნა არის, რომ გამოძიება ჩატარდეს ობიექტურად და ამ ორ დაკავებულ პიროვნებაზე არ გადატყდეს ჯოხი - ეგენი მაგ აფეთქების საქმეში უმნიშვნელო პირები არიან”.
პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან კომპანია „საქნახშირისა” და „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ მაღაროელებმა მუშაობა განაახლეს. პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის რეგიონში, ლაშა მაქაცარია ამბობს, რომ შეხვედრის შემდეგ ვითარება გაირკვა:
„იყო ერთ ცვლასთან დაკავშირებული პრობლემა. საკუთარი აზრი გამოხატეს; ველაპარაკეთ და აბსოლუტურად ამოწურულია თემა. ასე რომ, ეს რაიმენაირად ხელის შემშლელი ფაქტორი არ გახდება”.
გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, 27 აგვისტოს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, როდესაც ოთხი მაღაროელი გარდაიცვალა, შეხვდნენ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ხელმძღვანელობას, რომლის დაქვემდებარებაშიცაა მინდელის მაღარო, და უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ მოილაპარაკეს... თუმცა შეთანხმებული პირობების მხოლოდ მცირე ნაწილი შესრულდა. ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, მხოლოდ ორი დაბალი თანამდებობის პირის დამნაშავედ ცნობა სიღრმისეულად ვერ შეცვლის იმ რეალობას, რომელიც მაღაროებშია და თუ არ მოხდა მაღაროელთა სპეციალური აღჭურვა, პრობლემები ისევ იარსებებს.
„მინიმალური რაღაცები გაკეთდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიტუაცია სრულფასოვნად იყო შეცვლილი. არ გაითვალისწინა დამქირავებელმა ის 11 მოთხოვნა, რომლებიც ჩვენ დავაყენეთ - ასეთი ფაქტების პრევენცია, კოლექტიური ხელშეკრულება, რომელიც სპეცტანსაცმელსა და უსაფრთხოების სხვა საკითხებს ეხებოდა, დღემდე არ არის ხელმოწერილი”, – ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.
უკანასკნელი წლის განმავლობაში ტყიბულში მომხდარი აფეთქებების შედეგად ათი მაღაროელია დაღუპული, კომპანია „საქნახშირის” ტექნიკური დირექტორის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში, ავთანდილ ბოჭორიშვილი, ამბობს, რომ ბოლო დროს კონტროლი უსაფრთხოების თვალსაზრისით გამკაცრდა და მაღაროელების ინვენტარიც გაუმჯობესდა:
„რაც გასაკეთებელი იყო, ნორმის ზემოთ გაკეთდა. შემოტანილია ის საკონტროლო აპარატები, რაც საჭიროა მაღაროსთვის, მაგრამ არ ვიცი, რა გითხრათ. როგორც ჩანს, ადამიანები ასეთ მომენტში, უბრალოდ, ითიშებიან”.
გამოძიება ჯერ კიდევ სწავლობს ტყიბულის მინდელის მაღაროში 22 იანვარს მომხდარი აფეთქების დეტალებს.