Accessibility links

ტუნისმა გასცა დამხობილი პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი


ტუნისმა გასცა დამხობილი პრეზიდენტის, ზინე ელ-აბიდინ ბენ ალის დაპატიმრების ორდერი. ამის შესახებ განაცხადა ტუნისის იუსტიციის მინისტრმა, ლაჟარ კარუი შებიმ, რომლის თქმითაც, ინტერპოლს სთხოვეს დახმარება ბენ ალის, მისი მეუღლისა და ოჯახის დანარჩენი წევრების დაპატირებაში, ქონების მითვისებისა და ვალუტის უცხოეთში უკანონოდ გადარიცხვის ბრალდებებით მათს გასასამართლებლად. ბენ ალი 14 იანვარს გაიქცა საუდის არაბეთში, მისი 23-წლიანი მმართველობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ფონზე. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ტუნისის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დედაქალაქში შეკრებილი ასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ ტუნისის ახალ, დროებით მთავრობაში ბენ ალის ყოფილი მოკავშირეების შეყვანის გამო.
XS
SM
MD
LG