Accessibility links

logo-print

ტერაქტის დროს გარდაცვლილთა შორისაა ეროვნებით ქართველი რუსეთის მოქალაქე


მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპული 35 ადამიანიდან ჯერჯერობით ამოუცნობია მხოლოდ თვითმკვლელი ტერორისტი - ამის შესახებ სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები. დღეს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ გამოაქვეყნა 34 დაღუპული ადამიანის ნუსხა. გარდაცვლილთა შორისაა ეროვნებით ქართველი, რუსეთის მოქალაქე ვახტანგ ლომჯარიძე. ტერაქტს რუსეთის მოქალაქეების გარდა ემსხვერპლნენ დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, გერმანიის, უკრაინის, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის მოქალაქეები. ამ დრომდე მოსკოვის კლინიკებში იმყოფება ტერაქტის შედეგად დაშავებული 117 ადამიანი. დომოდედოვოს აეროპორტში 24 იანვარს მომხდარი ტერაქტის გამო, დღეს რუსეთის დედაქალაქსა და მოსკოვის ოლქში გლოვაა გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG