Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები გამოსახლების პროცესის შეჩერებას მოითხოვენ


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან დევნილთა საპროტესტო აქცია გაიმართა. მისი მონაწილეები კვლავ მოითხოვდნენ გამოსახლების პროცესის შეჩერებას და უკვე გამოსახლებულთა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას. სააგენტო ჯიეიჩენს აქციის მონაწილეებმა აცნობეს, რომ იძულებით გადაადგილებულმა რამდენიმე პირმა თავშესაფრის თხოვნით უკვე მიმართა გერმანიის საელჩოს. დევნილთა პროტესტის მხარდამჭერი კონსერვატიული და ხალხის პარტიების წარმომადგენლებმა სრულ სიცრუედ შეაფასეს პრეზიდენტ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება დევნილებზე ზრუნვის შესახებ.
XS
SM
MD
LG