Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში საპროტესტო გამოსვლები განახლდა


ეგვიპტეში საპროტესტო გამოსვლები განახლდა მიუხედავად პოლიციის მუქარისა, რომ დემონსტრაციებს აღარ დაუშვებენ და მათ მონაწილეებს დააკავებენ. სამშაბათს ეგვიპტის რამდენიმე ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა - დაიღუპა, სულ ცოტა, სამი ადამიანი. ეგვიპტელი დემონსტრანტები მოითხოვენ პარლამენტის დათხოვნას, დემოკრატიზაციასა და ხალფასების გაზრდას, აგრეთვე პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომას. კაიროს ცენტრში შეკრებილი ასობით დემონსტრანტი პოლიციამ დაშალა, დაპატიმრებულია რამდენიმე ადამიანი. სუეცში, სადაც სამშაბათს საპროტესტო აქციის სამი მონაწილე დაიღუპა, პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა 2000-მდე დემონსტრანტის წინააღმდეგ. დემონსტრაციების შესახებ იუწყებიან ეგვიპტის კიდევ რამდენიმე ქალაქიდან.
XS
SM
MD
LG