Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა


ეგვიპტეში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები განახლდა მიუხედავად მთავრობის მუქარისა, რომ დემონსტრაციებს აღარ დაუშვებენ და მათ მონაწილეებს დააკავებენ. იუწყებიან პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის ზედიზედ მეორე დღე შეტაკებების შესახებ. მარტო დედაქალქ კაიროში რამდენიმე აქცია გაიმართა. უმეტესწილად ახალგაზრდა დემონსტრანტები მოითხოვენ პრეზიდენტ ჰოსნის მუბარაქის გადადგომას, პარლამენტის დათხოვნას, დემოკრატიზაციასა და ხელფასების გაზრდას. სუეცში, სადაც სამშაბათს საპროტესტო აქციის სამი მონაწილე დაიღუპა, პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა 2000-მდე დემონსტრანტის წინააღმდეგ. დემონსტრაციების შესახებ იუწყებიან კიდევ რამდენიმე ქალაქიდან. ეგვიპტის უშიშროების უწყების წარმომადგენლების განცხადებით, ბოლო ორი დღის მანძილზე 860 დემონსტრანტი დააპატიმრეს. ამასობაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გამოვიდა მოწოდებით, რომ მხარეებმა „თავშეკავება“ გამოიჩინონ და მთავრობამ არ შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება, რაც გულისხმობს სოციალურ მედიაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებასაც.
XS
SM
MD
LG