Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფიცულია ტყიბულში მინდელის სახელობის მაღარო


რადიო თავისუფლებას მაღაროელთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა გიორგი ბაბუხადიამ უთხრა, რომ ტყიბული მინდელის სახელობის თანამშრომლები გაფიცულები არიან. გაფიცვის მიზეზი პროკურატურის თანამშრომლების მიერ 22 იანვარს მომხდარი აფეთქების გამო ერთ-ერთი სამუშაო უბნის ხელმძღვანელის ედემ სტურუას და ვენტილაციის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი დევდარიანის დაკავება გახდა. ”ძირითადი მოთხოვნა არის, რომ გამოძიება ჩატარდეს ობიექტურად და ამ ორ დაკავებულ პიროვნებაზე არ გადატყდეს ჯოხი, იმიტომ რომ ეგენი მაგ აფეთქების საქმეში უმნიშვნელო პირები არიან,” - განუცხადა გიორგი დევდარიანმა რადიო თავისუფლებას. მაღაროელები სამსახურში დაბრუნებას დაკავებული პირების გათავისუფლებამდე არ აპირებენ. კომპანია "საქნახშირის" ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა გორდეზიანმა ახალი ამბების სააგანეტო „ინტერპრესნიუსს“ ასევე დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ დროისთვის მაღაროში მუშაობა შეჩერებულია. იმერეთში პრეზიენტის რწმუნებულის აპარატი კი გაფიცვის ფაქტს არ ადასტურებს. თბილისის დამწვრობის ცენტრში აფეთქების შედეგად დაზარალებული ნუგზარ ჯავახაძე, მამული კუბლაშვილი, მერაბ ობოლაძე და ვიტალი ტურზულაძე მკურნალობენ.
XS
SM
MD
LG