Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციები გრძელდება ეგვიპტეში


მესამე დღეა ეგვიპტეში გრძელდება საპროტესტო აქციები პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქის 30 წლიანი მმართველობის წინააღმდეგ. დემონსტრანტთა მცირე ჯგუფები დღეს დილიდანაც შეიკრიბნენ დედაქალაქ კაიროსა და ქალაქ სუეცში. ვრცელდება ინფორმაცია ეგვიპტეში რეფორმების მხარდამჭერ მუჰამედ ელბარადეის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ. შეგახსენებთ, ელბარადეი ცოტა ხნის წინ გაეროს ბირთვული ენერგეტიკის უწყებას ხელმძღვანელობდა. ის ვენიდან აპირებს ეგვიპტეში ჩასვლას. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მუჰამედ ელბარადეის ვიზიტი გააძლიერებს საპროტესტო მუხტს ეგვიპტეში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეგვიპტის მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს: ”მტკიცედ გვჯერა, რომ ეგვიპტის მთავრობას ახლა აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა განახორციელოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები იმისათვის, რომ უპასუხოს ეგვიპტელი ხალხის კანონიერ საჭიროებასა და ინტერესებს”, - განაცხადა კლინტონმა.
XS
SM
MD
LG