Accessibility links

”ჰიუმან რაიტს უოჩი” ყირგიზეთის სასამართლოს მიმართავს


უფლებადამცველი ორგანიზაცია ”ჰიუმან რაიტს უოჩი” ყირგიზეთის უზენაეს სასამართლოს მოუწოდებს კიდევ ერთხელ განიხილოს მკვლელობის საქმე, რომელიც შარშან ქვეყნის სამხრეთში მომხდარ ეთნიკურ დაპირისპირებას უკავშირდება. უზენაესმა სასამართლომ დაიწყო რვა - ეროვნებით უზბეკის, მათ შორის ცნობილი უფლებადამცველის აზიმჟან ასკაროვის საქმის განხილვა. მათ ბრალი ედებათ პოლიციელის მკვლელობაში. რვა დაკავებული აცხადებს, რომ ციხეში სცემენ და ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ”ჰიუმან რაიტს უოჩი” უზენაეს სასამართლოს საქმის ხელახალ განხილვასა და წამების ფაქტის გამოძიებას სთხოვს.
XS
SM
MD
LG