Accessibility links

logo-print

თბილისი ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს გამოეხმაურა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს გამოეხმაურა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის მიერ ერთი კვირის წინ დამტკიცებულ კანონს, რომელიც ქართული გეოგრაფიული სახელწოდებების შეცვლას ითვალისწინებს. თბილისში მიიჩნევენ, რომ რუსეთი, მის მიერ კონტროლირებული რეჟიმის მეშვეობით განაგრძობს ეთნოწმენდის პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობის არსებობის კვალის სრულად განადგურებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქმედებას მკაცრ პროტესტს უცხადებს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა საშუალება ეთნიკური წმენდის მსგავსი გამოვლინებების შესაჩერებლად.
XS
SM
MD
LG