Accessibility links

logo-print

თურქეთი: ევროკავშირში გაწევრიანებას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა


თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მისი ქვეყნისთვის არ ატარებს გადამწყვეტ მნიშვნელობას. საფრანგეთში გამომავალ გაზეთ „ფიგაროში“ დღეს დაბეჭდილ ინტერვიუში აბდულა გიული აცხადებს - „ჩვენს წინაღობები აგვიშენეს, მაგრამ მსოფლიო ევროკავშირით არ მთავრდება“. ევროკავშირის წიაღში აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ, აქციონ თუ არა თურქეთი სრულუფლებიან წევრად. ამ პერსპექტივას ყველაზე მტკიცე წინააღმდეგობას საფრანგეთი უწევს. საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი თურქეთში თებერვლის ბოლოს ჩადის და სავარაუდოდ, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება მისი შეხვედრების ერთ-ერთი თემა იქნება. ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკება თურქეთმა 2005 წელს დაიწყო - თუმცა მას შემდეგ ამ პროცესში ხელშესახები წინსვლა არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG