Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია


პოლიციამ დააკავა თბილისში, „ქორთიარდ მარიოტში“ საფრანგეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი. გავრცელებული ცნობებით, დაკავებული არასრულწოვანია, რის გამოც სამართალდამცავები მის ვინაობას არ ამჟღავნებენ. საფრანგეთის მოქალაქე სტეფან კოენის გვამი გამთენიისას აღმოაჩინეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტის" ერთ-ერთ ნომერში. კოენი, რომელიც ფრანგული კომპანია "სისტრას" თანამშრომელი იყო, თბილისის მერიასთან ერთად მუშაობდა სატრანსპორტო მარშრუტების რეგულაციის პროექტზე.
XS
SM
MD
LG